
ოქროს ფასმა შესაძლოა მიაღწიოს 3000 დოლარს უნციაზე 2025 წლის ბოლოსთვის, თუნდაც აშშ დოლარი კიდევ უფრო გამყარდეს – MarketWatch იუწყება, რომ პროგნოზს აკეთებენ Goldman Sachs Group-ის ანალიტიკოსები ლინა ტომასის ხელმძღვანელობით.
„ჩვენ არ ვეთანხმებით გავრცელებულ რწმენას, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ოქრო არ შეიძლება გაიზარდოს 3000 დოლარამდე ტროას უნციაზე დოლარის შემდგომი გამყარების პირობებში“, – წერენ ისინი.
მათი აზრით, საპროცენტო განაკვეთების შემცირებისა და გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მომავალ წელს ორივე აქტივი შესაძლოა გაძვირდეს.
Goldman-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ოქროს ფასი ძირითადად დამოკიდებული იქნება აშშ-ის ფედერალური სარეზერვო განაკვეთების შემცირების მასშტაბზე.
interfax