Galt & Taggart-მა საქართველოს
წლევანდელ ეკონომიკურ
ზრდის პრონგოზს ზრდის
მიმართულებით
გადახედა.საინვესტიციო
ბანკი 2025 წელს ქვეყნის
ეკონომიკის 6.8%-იან ზრდას
პროგნოზირებდა, თუმცა,
უახლესი შეფასებით, 7.5%-მდე
გაიზარდა.დოკუმენტში
პროგნოზის გადახედვის
საფუძვლად არსებული
ფაქტობრივი მონაცემებია
დასახელებული - Galt & Taggart-ის
ყოველთვიური ეკონომიკური
მიმოხილვის თანახმად, 2025
წლის მაისში საქართველოს
ეკონომიკა წლიურად 7.5%-ით
გაიზარდა, რაც წინა თვის
ზრდის ტემპს შეესაბამება.
ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში
რეალური მშპ-ს ზრდამ
წლიურად 8.8%-ს მიაღწია.
მაისის ზრდა
განპირობებული იყო
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების, წარმოების,
ვაჭრობის, ტრანსპორტისა და
დასაწყობების, ასევე
მშენებლობის სექტორებში
აქტივობით, ხოლო
ენერგეტიკის სექტორში
კლება დაფიქსირდა.ამასთან,
Galt & Taggart-ის მოლოდინით: 2025 წელს
საშუალო წლიური ინფლაცია 3.7%
იქნება; ეროვნული ბაკნი
რეფინანსირების განაკვეთს
წელს უცვლელად, 8%-ზე
შეინარჩუნებს; საშუალო
კურსი დოლართან 2.78 ლარი
იქნება; ტურიზმიდან
მიღებული შემოსავალი კი 4.5
მილიარდ აშშ დოლარს
მიაღწევს.