Galt & Taggart-მა ინფლაციის პროგნოზი 1.8%-მდე შეამცირა და ელის, რომ წელს რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შენარჩუნდება

News.ge 2 თვის წინ 98
Galt & Taggart-მა ინფლაციის პროგნოზი 1.8%-მდე შეამცირა და ელის, რომ წელს რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შენარჩუნდება

Galt & Taggart-მა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი შეამცირა, ხოლო რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას ელის. ამის შესახებ ყოველთვიურ ეკონომიკურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
წელს Galt & Taggart-ი 1.8%-იან საშუალოწლიურ ინფლაციას პროგნოზირებს, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია აქამდე არსებულ 2%-იან პროგნოზთან შედარებით.
„2024 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 1%-მდე შენელდა, წინა თვეში დაფიქსირებული 1.8%-ის შემდეგ. ინფლაციის შენელება ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ინფლაციის 1.1%-მდე შენელებამ (+1.9% წ/წ წინა თვეში) და შერეული საქონლის ფასების 1.1%-იანმა კლებამ. ამასთან, აგვისტოში შენელებული იყო იმპორტირებული ინფლაცია 3%-მდე (+3.7% წ/წ წინა თვეში)“, – წერია მიმოხილვაში.
Galt & Taggart- ასევე ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს.
„2024 წლის 11 სექტემბერს სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცვლელად შეინარჩუნა საბაზისო განაკვეთი 8%-ზე, რაც ასახავს სურსათისა და ენერგიის ბაზრებზე გლობალურ გაურკვევლობას, მიწოდების ჯაჭვებში და საერთაშორისო მიწოდების მუდმივ შეფერხებებს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეროვნული ბანკი ამ მაჩვენებელს 2024 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს“,- აღნიშნულია მიმოხილვაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია