ინოვაციური მიდგომები და
უწყვეტი განვითარება
თიბისის ორგანიზაციული
კულტურაა, რომლის ნათელი
მაგალითია FinOps პრაქტიკის
დანერგვა. იგი ფინანსების,
IT-ისა და ბიზნესის გუნდებს
აერთიანებს, რათა მათ
ღრუბლოვანი და On-premise
სერვისების ხარჯების
მართვა ეფექტურად
შეძლონ.თიბისი ერთ-ერთი
პირველი კომპანიაა,
რომელიც ამ პრაქტიკას
ბანკში იყენებს. ყველაფერი
2 წლის წინ დაიწყო, როცა
FinOps-ის ათვისება
თიბისისთვის რამდენიმე
ძირითადი მიზეზის გამო
გახდა აუცილებელი, რაც
ბიზნესის მოთხოვნების
ეფექტურობის, მოქნილობისა
და ფინანსური
გამჭვირვალობის გაზრდას
უკავშირდება.პროცესი
გამოწვევებით სავსე
აღმოჩნდა, რაც ჩვეულებრივი
მოვლენაა, როცა კომპანია
სრულიად ახალი, ინოვაციური
მიდგომის დანერგვას
ცდილობს. ამ ცვლილების
დანერგვაზე მომუშავე
გუნდმა, კონკრეტული
ნაბიჯების გადადგმით,
კომპანიას მისცა
ფინანსური
გამჭვირვალობის,
ეფექტიანი რესურსების
გამოყენებისა და სწრაფი
გადაწყვეტილებების
განხორციელების
საშუალება.თიბისი იაზრებს,
რომ FinOps მეთოდოლოგია
კომპანიაში მუდმივად
საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისი
უნდა იყოს. საუკეთესო
პრაქტიკებისა და
გამოცდილების მისაღებად,
თიბისის ტექ გუნდის
წევრები FinOps
კონფერენციაზეც
იმყოფებოდნენ.კომპანიაში
FinOps-ის წარმატებული
დანერგვის შემდეგ, თიბისიმ
ამ პრაქტიკაზე საუბარი და
დისკუსია უკვე
ორგანიზაციის გარეთ
დაიწყო.“ჩვენთვის
მნიშვნელოვანია, რომ
განვლილი ნაბიჯებით სხვა
კომპანიებსაც
გავუმარტივოთ იმავე გზის
გავლა და ეს გამოცდილება
გავუზიაროთ. სწორედ ამიტომ,
ამ თემაზე სასაუბროდ
საერთაშორისო
ტექნოლოგიური
კონფერენციის - Change Inspire-ს
სცენა გამოვიყენეთ და ტექ
კომუნას გავუზიარეთ
ბანკის ხედვა და
გამოცდილება, თუ როგორ
მოახდინა თიბისიმ FinOps
მეთოდოლოგიის ადაპტაცია
და რა გამოწვევები გაიარა
ამ გზაზე” - იური
სემენიხინი, თიბისის
ინფორმაციის მართვის
დირექტორის მოადგილე.