„FARA გარკვეული ზომების გატარებას ითვალისწინებს მათ მიმართ, ვინც არ მიიჩნევს თავს ვალდებულად საზოგადოებას მოეხსენოს, რაში იხარჯება ფული“ - გიორგი ვოლსკი

Primetime.ge 1 თვე წინ 9
„FARA გარკვეული ზომების გატარებას ითვალისწინებს მათ მიმართ, ვინც არ მიიჩნევს თავს ვალდებულად საზოგადოებას მოეხსენოს, რაში იხარჯება ფული“ - გიორგი ვოლსკი
პარლამენტი ამ წუთებში მმართველი გუნდის ინიციატივას განიხილავს, რომელიც ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგია. მსჯელობა პირველი მოსმენით იურიდიულ კომიტეტზე მიმდინარეობს. ინიციატორების განცხადებით, კანონპროექტები ამერიკაში მოქმედი FARA-ს პირდაპირი, სიტყვა სიტყვით თარგმანია. მისი მიღების მიზანი კი უცხოური გავლენებისგან და გარე ჩარევებისგან დაცვაა.დღესვე კომიტეტებზე უკვე განიხილეს ბრიტანული მოდელით შემუშავებული მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივა, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას ეხება.FARA-ს კანონის მიღების აუცილებლობაზე მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება."რასაკვირველია, FARA გარკვეული ზომების გატარებას ითვალისწინებს მათ მიმართ, ვინც არ მიიჩნევს თავს ვალდებულად სახელმწიფოს საზოგადოებას მოეხსენოს ის, თუ რაში იხარჯება ფული, "შავი ფულის შემოდინების მომხრეა და იმ პროექტების მომხრეა, რასაც რევოლუცია ჰქვია საქართველოში. ამას, რასაკვირველია, ქვეყანამ საკუთარი რესურსი უნდა დაუპირისპიროს. რესურსი არის ერთადერთი - კანონი, რომელიც საზოგადოების ინტერესების საფუძველზეა აგებული," - აღნიშნავს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.
სრულად წაიკითხეთ სტატია