ამერიკული FARA-ს ანალოგი და
ბრიტანული მოდელის
მიხედვით მომზადებული
მედიის შესახებ
კანონპროექტები ბიუროს
სხდომაზე ორშაბათს
დაინიცირდება.ოპოზიციის
წევრების თქმით,
საპარლამენტო
უმრავლესობის მიერ
მიღებული კანონები
ქვეყანაში არსებულ
რეალობას ვერ შეცვლის."FARA არ
წყვეტს იმ კრიზისს, რომელიც
დღეს ჩვენს ქვეყანაშია.
კრიზისის განმუხტვის
საშუალება არის ხელახალი
საპარლამენტო არჩევნები
დროებითი ადმინისტრაციის
პირობებში და ასევე,
პოლიტიკური პატიმრების
გათავისუფლება. ბრიტანული
კანონმდებლობით, ვერ
ჩამორეცხავენ იმ რეალურ
პრობლემებს, რომლებიც დღეს
ჩვენს ქვეყანაში არის -
კრიზისი არის ჩვენს
ქვეყანაში და კრიზისი უნდა
მოგვარდეს, არა
საკანონმდებლო
ინიციატივებით, არამედ
პოლიტიკური
გადაწყვეტილებებით", -
აცხადებს პარტიის
"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის" პოლიტიკური
საბჭოს წევრი გიორგი
კაპანაძე.