Exclusive: „ადამიანი, რომელიც ეგზორციზმს აკეთებს, მასთან ურთიერთობა მარტივი არაა“ - რა სიახლეა გოგა მანიას ცხოვრებაში

Primetime.ge 9 საათი წინ 3
Exclusive: „ადამიანი, რომელიც ეგზორციზმს აკეთებს, მასთან ურთიერთობა მარტივი არაა“ - რა სიახლეა გოგა მანიას ცხოვრებაში
ეზოთერიკოსმა, გოგა მანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი, გაბედნიერებასაც კი ულოცავს. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, თუ რა სიახლეა მის პირად ცხოვრებაში. „ყველაფერი კარგადაა. ვცდილობ, ბალანსის დაცვას. ჯერ, ეს ყველაფერი ძალიან ახალია. გოგოს გამოჩენას რაც შეეხება, საამისოდ, ჯერ ძალიან ადრეა, სანამ ორივე იმ დასკვნამდე არ მივალთ, რომ ურთიერთობა გავასაჯაროოთ. ამ ეტაპზე, ყველაფერი კარგად გვაქვს. მას ის რისკებიც გათვლილი აქვს, თუ როგორი იქნება ეზოთერიკოსთან ურთიერთობა. ადამიანი, რომელიც ეგზორციზმს აკეთებს, არ არის მარტივი მასთან ურთიერთობა.ჯერ, ცოლ-შვილისთვის მზად არ ვარ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, თუმცა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს ურთიერთობა გუშინ და გუშინ წინ არ დაწყებულა, უბრალოდ, ასე ახლოს აქამდე არ ვიყავით. მიწერ-მოწერა გვქონდა.ახლა, საქმესა და პირად ურთიერთობას შორის, მიწევს ბალანსის დაცვა და ეს ჩემთვის ძალიან დიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა“,- თქვა გოგა მანიამ „პრაიმტაიმთან“. 
სრულად წაიკითხეთ სტატია