EU: შეშფოთებული ვართ ანტიკორუფციულის მიერ არჩევნების წინ მიღებული გადაწყვეტილებით

News.ge 2 თვის წინ 85
EU: შეშფოთებული ვართ ანტიკორუფციულის მიერ არჩევნების წინ მიღებული გადაწყვეტილებით

ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო ფორმულას კითხვის პასუხად ამბობს, რომ EU შეშფოთებულია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, TI, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა და მისი ხელმძღვანელობა “საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად” ცნონ.
პიტერ სტანო დემოკრატიულ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე საუბრობს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღადგინოს ხელის შემწყობი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისთვის.
“შეშფოთებული ვართ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს წინ, “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნოს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ეკა გიგაური, აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი და თანადამფუძნებლები.
ჩვენ გვესმის, ახლა გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად მხოლოდ ერთი თვეა.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის არჩევნებისა და მათი მონიტორინგის კონტექსტში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თავისუფალ და ღია სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მთავრობისადმი, აღადგინოს ხელის შემწყობი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისთვის.

სრულად წაიკითხეთ სტატია