უმსხვილესი დეველოპერული
კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ის
ინვეატიციით, მსხვილი
დეველოპერული პროექტები
თბილისსა და გონიოში
განხორციელდება.საქართველოში
6 მილიარდი აშშ დოლარის
მოცულობის ინვესტიციის
განხორციელების შესახებ
შეთანხმება კომპანიასთან
არაბთა გაერთიანებულ
საამიროებში საქართველოს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძის ვიზიტია
ფარგლებში
გაფორმდა.საქართველოს
ისტორიაში უმსხვილესი
ინვესტიციის შესახებ
შეთანხმებისხელმოწერის
ცერემონია არაბთა
გაერთიანებული
საამიროების პრეზიდენტის
რეზიდენციაში შედგა და მას
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე და არაბთა
გაერთიანებული
საამიროების პრეზიდენტი,
შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ
ნაჰიანი
დაესწენენ.დოკუმენტს
საქართველოს მხრიდან ხელი
მოაწერეს პირველმა
ვიცე-პრემიერმა,
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა
ლევან დავითაშვილმა და
აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე თორნიკე
რიჟვაძემ, ხოლო კომპანიის
მხრიდან - დამფუძნებელმა და
მმართველმა დირექტორმა
მოჰამედ ალი რაშედ
ალაბარმა.საქართველოს
ისტორიაში ყველაზე დიდი
ინვესტიციის შესახებ
შეთანხმება საქართველოში
ორი მსხვილი დეველოპერული
საინვესტიციო პროექტის
განვითარებას გულისხმობს,
რომელთაგან ერთი თბილისში,
ხოლო მეორე გონიოში
აშენდება.