
ელექტრომობილების გაყიდვების მიმართულებით წამყვანი სომხური ბრენდი Eldrive by Solar Auto საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. კომპანია, რომელიც სომხეთის ბაზარს ხარისხიან ელექტრომობილებს ყველაზე კონკურენტულ ფასად, სრულ მომსახურებასთან ერთად სთავაზობს, თავის საქმიანობას კავკასიის რეგიონში აფართოებს.
გაფართოების ფარგლებში კომპანიამ პირველი შოურუმი საქართველოში, თბილისში გახსნა, საიდანაც ადგილობრივ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ელექტრომობილებს ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზებს.
Eldrive-ის მიზნებზე საქართველოს ბაზარზე, რეგიონული განვითარების გეგმასა და თავად ახალ შოურუმზე მის გენერალურ დირექტორს, გურამ კინწურაშვილს ვესაუბრეთ. როგორც ის აღნიშნავს, რეგიონული ჰაბი, რომელიც Eldrive-მა თბილისის მახლობლად დააარსა, კომპანიას როგორც საქართველოში ოპერირებაში, ისე რეგიონულ ექსპანსიაში დაეხმარება.