საქართველოს ტურიზმის
ეროვნულმა ადმინისტრაციამ
სამხრეთ კორეის
რეიტინგული შემეცნებითი
სამაუწყებლო არხის EBS Korea
გადამღებ ჯგუფს
უმასპინძლა. მედიატური
სამხრეთ კორეაში
საქართველოს საელჩოს
ჩართულობით შედგა.კორეის
ტელევიზიის ჟურნალისტები
და ოპერატორები: თბილისს,
მცხეთას, თელავს, სიღნაღს,
დედოფლისწყაროს,
სტეფანწმინდას, წალკას,
ფარავნის ტბას, ვარძიას,
ახალციხეს, სამთო კურორტს
გოდერძის, ლატალს, მესტიას
და უშგულს ესტუმრნენ.
მედიის წარმომადგენლები
საქართველოს
სათავგადასავლო ტურისტული
პოტენციალის, სამთო
კურორტების, კულტურის,
გასტრონომიისა და ღვინის
შესახებ დოკუმენტურ ფილმს
ამზადებენ. EBS Korea-ს როგორც
ონლაინ პლატფორმას, ასევე
ტელევიზიას მილიონობით
მაყურებელი ჰყავს.ტურის
მიზანია საქართველოს
პოპულარიზაცია სამხრეთ
კორეაში და მაღამხარჯველი
ტურისტული ნაკადების
მოზიდვა სამხრეთ კორეიდან
საქართველოში.