,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა
შეიყვარო თბილისი“, -
ბრიტანული დაბალბიუჯეტური
ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო
ჟურნალ Traveller-ში საქართველოს
დედაქალაქის შესახებ
ვრცელ სტატიას აქვეყნებს
და იმ მიზეზების შესახებ
წერს, რატომაც თბილისი
ავიაკომპანიის 2025 წლის
მოსანახულებელ ქალაქთა
სიაში მოხვდა. სტატიასთან
დაკავშირებით ინფორმაციას
და თარგმანს თბილისის
საერთაშორისო აეროპორტის
პრესსამსახური
ავრცელებს.,,საქართველოს
დედაქალაქი პოპულარობის
ზენიტშია. თბილისი
მომნუსხველი ქალაქია,
სადაც ქვაფენილიანი
ქუჩები და ქალაქის
ისტორიული ცენტრი მის
მრავალსაუკუნოვან
ისტორიას უსვამს ხაზს.
ქალაქი გარშემორტყმულია
გორაკებით, რომელიც არაერთ
თავგადასავალს გთავაზობთ.
აი, მიზეზები, რატომაც
თბილისი 2025 წელს ჩვენს
სიაში მოხვდა.მისი
არსებობის მანძილზე
რამდენიმე დიდი
სახელმწიფოს მიერ
დაპყრობილი დედაქალაქის
არქიტექტურა ეკლექტური და
ჭრელია. აქ ნახავთ
ყველაფერს, დაწყებული
მონუმენტური საბჭოური
შენობებიდან, როგორიცაა
ქორწინების სასახლე,
დასრულებული პარიზული და
ამავდროულად ოსმანური
სტილის რუსთაველის
პროსპექტით “, - წერს
გამოცემა.აღსანიშნავია,
რომ 158 გვერდიან გამოცემაში,
საქართველოს დედაქალაქს
ჟურნალის დასაწყისში, 3
გვერდიანი სტატია ეთმობა
და მოგზაურობის
მოყვარულებს საინტერესო
ინფორმაციას აწვდის
ქართულ სამზარეულოზე,
კულტურასა და ღვინოზე.
სტატიაში ასევე საუბარია
საქართველოზე, როგორც
ღვინის სამშობლოზე, სადაც
ქვევრში ღვინის
დამზადების კულტურა 8 ათას
წელს ითვლის.easyJet თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში
ოპერირებას 31 მარტიდან
დაიწყებს და ფრენებს
ლონდონის, ჟენევასა და
მილანის მიმართულებით
ჯამურად კვირაში 6 სიხშირით
შეასრულებს.