ევროპამ და აშშ-მა დროებით
გააძლიერეს ზეწოლა
რუსეთზე უკრაინასთან
დაკავშირებით, თუმცა
ტრამპმა დაარღვია ეს
მიდგომა, - ასეთი სათაურით
აქვეყნებს სტატიას
CNN-ი.„დაახლოებით 30 საათის
განმავლობაში,
უკრაინასთან დაკავშირებით
ტრანსატლანტიკური
ერთიანობის ილუზია
შენარჩუნდა. ევროპამ და
უკრაინამ მოითხოვეს
შეთანხმება 30-დღიან
ცეცხლის უპირობო
შეწყვეტაზე, რომელიც
ტრამპის ადმინისტრაციამ
ორი თვის წინ შესთავაზა.
ევროპელმა ლიდერებმა
განაცხადეს, რომ აშშ-ის
პრეზიდენტმა, დონალდ
ტრამპმა პირადად დაუჭირა
მხარი მათ გეგმას - და
სანქციებით მუქარას, თუ
რუსეთი ორშაბათამდე
ხელმოწერაზე უარს იტყოდა“,
- ნათქვამია
სტატიაში.„მაგრამ შემდეგ
რუსეთის პრეზიდენტმა,
ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა,
უარი თქვა თუნდაც
მოთხოვნის ხსენებაზე და
სანაცვლოდ წარმოადგინა
ძველი წინადადება, როგორც
ახალი: რუსეთ-უკრაინის
პირდაპირი მოლაპარაკებები
სტამბოლში. და
ტრანსატლანტიკური
ერთიანობა დაიმსხვრა.
ტრამპი კრემლის
წინადადებას წამოეგო -
განაცხადა, რომ პუტინს
ცეცხლის შეწყვეტა არ სურდა
- და სანაცვლოდ ზეწოლა
მოახდინა უკრაინის
პრეზიდენტ ვოლოდიმირ
ზელენსკიზე, რომ „შეხვედრა
ახლავე უნდა შედგეს!“ -
აღნიშნულია
სტატიაში.სტატიაში
ნათქვამია, რომ მაშინ,
როდესაც აშშ-ის დიდი ხნის
მოკავშირეები, რომლებიც
ახლად აღმოჩენილ
ერთიანობას აჟღერებდნენ,
ტრამპი თვალშისაცემად
დუმდა.