აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ
ნაწილში მძვინვარე
ქარიშხალ „ჰელენს“ სამი
ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას CNN-ი
ავრცელებს.ფლორიდის
გუბერნატორ რონ
დესანტისის თქმით, ერთი
ადამიანი დაიღუპა იმ
მიზეზით, რომ მის მანქანას
საგზაო ნიშანი დაეცა. კიდევ
ორი ადამიანი ჯორჯიის
შტატში ტორნადოს
ემსხვერპლა, რომელიც
ქარიშხალმა
განაპირობა.აშშ-ის
ოფიციალური პირები არ
გამორიცხავენ, რომ
მსხვერპლის რაოდენობა
შესაძლოა გაიზარდოს.
ქარიშხალი ამერიკის
სანაპიროს დღეს ღამე
მიუახლოვდა. მას მეოთხე
კატეგორია მიენიჭა.