CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი ყურადღებას ამახვილებს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე სრულად გამოვიდეს უკრაინული კონფლიქტიდან

News.ge 1 დღე წინ 2
CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი ყურადღებას ამახვილებს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე სრულად გამოვიდეს უკრაინული კონფლიქტიდან

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსის ლარი ჯონსონის ინტერვიუს შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ინტერვიუში ჯონსონი ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაშინგტონის გამოსვლა უკრაინის კონფლიქტიდან, ზელენსკისადმი შტატების ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება, პუტინისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრის საკითხი და სხვა თემები.
„მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, ს გაზეთ «Известия»-სთან მიცემულ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუში CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი თავის ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე:
წყვეტს უკრაინის მხარდაჭერას და ვაშინგტონი იწყებს სრულ გამოსვლას უკრაინული კონფლიქტიდან;
ტრამპის ნეგატიური დამოკიდებულება ზელენსკის მიმართ ატარებს მასზე პირადი „ბოღმის” ელემენტებსაც, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც ზელენსკი „აპრავებდა” ჰანტერ ბაიდენის კორუფციულ დანაშაულს ში. ჯონსონის თქმით, დონალდ ტრამპს ვლადიმირ ზელენსკი „სრულიად არ სცემს პატივს”;
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს $50 მილიარდის გაფლანგვის გამოძიება, რომლებიც ამერიკული ფონდებიდან უკრაინაში გადაიგზავნა. ეს თანხები კარიბის აუზის ბანკებში, ოფშორულ ანგარიშებზეა განთავსებული და ამჟამად მათ ირგვლივ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება;
რაც შეეხება რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებს, ჯონსონი მიიჩნევს, რომ ისინი ცალსახად პოზიტიურად უნდა შეფასდეს;
პუტინისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრის შესახებ, ამჟამად განიხილება ამ სამიტის ჩატარება, თუმცა კონკრეტული ადგილი ჯერჯერობით უცნობია;
აშშ-სა და ევროპას შორის განხეთქილების შეფასებისას, ჯონსონი აღნიშნავს, რომ არსებობს სერიოზული უთანხმოებები აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს შორის აღმოსავლეთ ევროპაში არსებული კრიზისის მოგვარების სტრატეგიასთან დაკავშირებით;
ჯონსონი არ გამორიცხავს ტრამპზე ახალი თავდასხმის რისკებს: შესაძლებელია, ს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს, მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით;
ჯონსონმა მსგავსი რისკები არც ზელენსკის მიმართ გამორიცხა, თუ კი ის დარჩება უკრაინაში. ამასთანავე, მან გამორიცხა აშშ, როგორც ზელენსკის თავშესაფარი-ადგილი,” – წერს დავით ქართველიშვილი.

სრულად წაიკითხეთ სტატია