აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ
ტრამპის ადმინისტრაცია
გამოძიების ფედერალური
ბიუროს (FBI) უმაღლესი
თანამდებობის პირებს
გადადგომას სთხოვს,
წინააღმდეგ შემთხვევაში
მათ გათავისუფლებით
ემუქრება. ინფორმაციას CBS
News-ი სამ წყაროზე
დაყრდნობით
ავრცელებს.წყაროების
ცნობით, ტრამპის
ადმინისტრაციამ
გადადგომისკენ მოუწოდა
ისეთი თანამდებობის
პირებს, რომელთან ზოგიერთი
FBI-ში აღმასრულებელი
დირექტორის თანაშემწის
თანამდებობაზე მუშაობს და
ეროვნული უსაფრთხოებისა
და კიბერდანაშაულის
საქმეები
აბარია.ცვლილებები
გამოძიების ფედერალური
ბიუროს ხელმძღვანელი
პირების საქმიანობის
გამოძიების ნაწილია,
ირწმუნებიან ტელეარხის
წყაროები.CBS News-ის ცნობით,
საუბარი გათავისუფლებებზე
მას შემდეგ დაიწყო, რაც FBI-ის
ხელმძღვანელის
თანამდებობაზე ტრამპის
მიერ წარდგენილ კეშ პატელს
კონგრესის სენატში
უსმენდნენ. სენატში პატელი
ცდილობდა დაერწმუნებინა
კანონმდებლები, რომ ის
გამოძიების ფედერალური
ბიუროს დამოუკიდებლობას
შეინარჩუნებს.