Boeing Co.–მ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას „მექანიკოსთა და აერონავტიკის მუშაკთა საერთაშორისო ასოციაციის“ (International Association of Machinists and Aerospace Workers, IAM) ლიდერებთან, რამაც შესაძლოა შეწყვიტოს გაფიცვა, რომელიც 13 სექტემბრიდან გრძელდება – ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
Boeing-ის ახალი წინადადება ოთხი წლის განმავლობაში ხელფასის 35%-ით გაზრდას ითვალისწინებს. თავდაპირველად კომპანია მზად იყო ხელფასების 25%-ით გაზრდაზე, მაგრამ შემდეგ გააუმჯობესა. ბოლო წინადადება, რომელიც ხელფასებს 30%-ით გაზრდიდა, უარყო Boeing-ში IAM-ის წევრების დაახლოებით 95%-მა, მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირის ლიდერები მის მიღებას ურჩევდნენ.
პროფკავშირმა Boeing-ის წინადადება შაბათ-კვირას გამოაცხადა და განაცხადა, რომ ის „განხილვას იმსახურებს“ პროფკავშირის წევრების მიერ.
ამ საკითხზე კენჭისყრა 23 ოქტომბერს გაიმართება.
გაფიცვა, რომელიც თვეზე მეტია გრძელდება, Boeing-ს თვეში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი უჯდება.
თვითმფრინავების მწარმოებელმა კონცერნმა გამოაცხადა თანამშრომლების 10%-მდე გათავისუფლების გეგმები და გააუარესა ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზი და ასევე გამოაცხადა 25 მილიარდ დოლარის კაპიტალის მოზიდვის გეგმა.
interfax