Aston Martin – მა, 2024 წლისთვის გაყიდვების პროგნოზი გააუარესა
ბრიტანული სპორტული მანქანების მწარმოებელი Aston Martin Lagonda Global Holdings გეგმავს გაყიდოს 1000-ით ნაკლები ავტომობილი, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი 2024 წლის დარჩენილ პერიოდში მიწოდების შეფერხებისა და ჩინეთის ეკონომიკის სისუსტის გამო.
გაყიდვების უფრო დაბალი მაჩვენებელი გამოიწვევს, რომ კორექტირებული მოგება, საპროცენტო, საგადასახადო და ამორტიზაციის გადასახადებამდე (EBITDA), 2024 წელს იქნება უმნიშვნელოდ დაბალი 2023 წელს დაფიქსირებულ 305,9 მილიონ ფუნტზე (409 მილიონი დოლარი) – იუწყება კომპანია.
Visible Alpha-ს მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ საშუალოდ ეს მაჩვენებელი 375 მილიონი ფუნტი იქნებოდა.
Aston Martin ასევე აღარ პროგნოზირებს პოზიტიურ თავისუფალ ფულად ნაკადს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში.
2023 წელს კომპანიის საბითუმო გაყიდვებმა შეადგინა 6,62 ათასი მანქანა. წელს, ახალი პროგნოზით, მიწოდება 7-9%-ით შემცირდება, მანამდე კი ანალოგიური ოდენობით გაზრდას ელოდნენ. „გარე ფაქტორები გლობალურ ავტო ინდუსტრიაში, მათ შორის მიწოდების ჯაჭვის შეფერხება და სუსტი მოთხოვნა ჩინეთში, ახლა გავლენას ახდენს Aston Martin-ის მოცულობის პროგნოზზე 2024 წლის დარჩენილი პერიოდისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. მასში აღნიშნულია, რომ კომპანია ამჟამად აწყდება მზარდი რაოდენობის შეფერხებებს კომპონენტების მიწოდებაში მრავალი მიმწოდებლის წარუმატებლობის გამო. შედეგად, უფრო და უფრო მეტ მანქანას უფრო მეტი დრო სჭირდება დასასრულებლად. „ეს პრობლემები გავლენას ახდენენ ოპერაციების ეფექტურობაზე და აჭიანურებენ ავტომობილების მიწოდებას“, – აცხადებენ კომპანიაში.
ორშაბათს ლონდონის ვაჭრობაზე Aston Martin-ის აქციები 22,6%-ით დაეცა. მანქანის მწარმოებლის საბაზრო ღირებულება წლის დასაწყისიდან 45%-ზე მეტით დაეცა (1,32 მილიარდ ფუნტამდე), ხოლო FTSE 100 საფონდო ინდექსი თითქმის 7%-ით გაიზარდა.