As-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” ხოსე ნეგრეირას, დაახლოებით 1 მილიონი ევროთი მეტი გადაუხადა, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.
ე.წ. “ნეგრეირას საქმეზე” ახალი დეტალები გასაჯაროვდა. ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის რეპორტის მიხედვით, სამსაჯო კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს კატალონიურმა კლუბმა 7,5 მილიონი ევროს ნაცვლად 8,399,599 ევრო გადაუხადა.
დოკუმენტში ვკითხულობთ: “ფული გაცემული იყო ჩეკების სახით და ისინი ბანკიდან ნაღდი ფულის ფორმით გამოდიოდა. ეს არაკეთილსინდისიერი სარგებლის მიღებისკენ მიმართული თანხები გახლდათ.”
სამოქალაქო გვარდიამ დაადგინა, რომ თანხა 135 ნაწილად იქნა გადახდილი და ტრანზაქციები 2003-2018 წლების პერიოდში განხორციელდა. ეს მონაცემები “ობიექტური ფაქტებით არის
დამტკიცებული”.