
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი, სავაჭრო ომის გამო, Covid პანდემიის შემდეგ ყველაზე მძიმე კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდა, წერს Bloomberg.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით შესაძლებელი გახდა სერიოზული შედეგების თავიდან აცილება, ელექტრონიკის ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დათმობების წყალობით.
„ეს გადაწყვეტილება იყო Apple-ის მთავარი გამარჯვება, რომელიც ემზადებოდა ინდოეთში წარმოების გადასატანად, რათა თავიდან აეცილებინა თავის პროდუქციაზე ფასების ზრდა ახალი სატარიფო პოლიტიკის გამო. კონცესიის მიღებამდე კომპანია უკვე აქტიურად მუშაობდა წარმოების გაფართოებაზე ინდოეთში, სადაც გეგმავდა ყოველწლიურად 30 მილიონზე მეტი iPhone-ის წარმოებას, რაც საშუალებას მისცემდა დაეკმაყოფილებინა ამერიკულ ბაზარზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი“, – წერს გამოცემა.
ცნობისთვის, საერთო ჯამში, Apple ყოველწლიურად ყიდის 220-230 მილიონ სმარტფონს, აქედან დაახლოებით მესამედი შეერთებულ შტატებზე მოდის.