კომპანია Apple-მა iPhone-ისთვის
ახალი, განახლებული
პროგრამა iOS 18.3-ი გამოუშვა,
რომელსაც უსაფრთხოების
ახალი ფუნქციები აქვს
დამატებული. ინფორმაციას
dailymail-ი ავრცელებს.პროგრამა
18.3 უსაფრთხოების
გადაუდებელი განახლებებით
არის აღჭურვილი, რომელიც
ტელეფონს ჰაკერული
თავდასხმისგან უფრო
სანდოდ იცავს.Hackuity-ის
სტრატეგიის
ვიცე-პრეზიდენტის, სილვაინ
კორტესის განმარტებით: "ამ
საფრთხეებისგან თავის
დასაცავად, ჩვენ
კატეგორიულად ვურჩევთ
მომხმარებლებს, რაც
შეიძლება მალე განაახლონ
მოწყობილობები და
დააყენონ iOS 18.3-ი".ამასთან, iOS
18.3-ში Apple Intelligence ფუნქციები,
როგორიცაა ვიზუალური
ინტელექტი და
შეტყობინებების შეჯამება,
მნიშვნელოვნად
გაუმჯობესებულია.