კომპანია Apple-ი iPhone-ის თითქმის
ორ მილიარდ მომხმარებელს
აფრთხილებს, დაუყოვნებლივ
წაშალონ სხვა
ტექნოლოგიური გიგანტის
აპლიკაცია. კომპანიაში
ამტკიცებენ, რომ
წინააღმდეგ შემთხვევაში
მომხმარებლების ციფრულ
კონფიდენციალურობას
სერიოზული საფრთხე
ემუქრება. ინფორმაციას
dailymail-ი ავრცელებს.მედიის
ცნობით, კომპანიის სახელის
ხსენების გარეშე, Apple, როგორც
ჩანს, მოუწოდებს თავის
მომხმარებლებს, გააუქმონ
Google-ის Chrome-ის ინტერნეტ
ბრაუზერი. ამის შესახებ
კომპანიამ ინფორმაცია
YouTube-ზე
გამოაქვეყნა.ცნობისთვის,
Google-მა სამშაბათს
გამოაცხადა, რომ უკან
მიაქვს დაპირება და Chrome-იდან
cookie-ის სათვალთვალო ფაილებს
არ წაშლის.ეს ფაილები
საშუალებას აძლევს
ვებსაიტებს და რეკლამის
განმთავსებელ კომპანიებს
თვალყური ადევნონ Chrome-ის
მომხმარებლების ვებ
აქტივობას
პერსონალიზებული რეკლამის
მიწოდების მიზნით და
შექმნან მრავალი მილიარდი
დოლარის შემოსავლის
ნაკადი Google-ისთვის.