აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი,
ჯო ბაიდენი თანამდებობის
დატოვების შემდეგ პირველი
საჯარო გამოსვლისთვის
ემზადება. ინფორმაციას Associated
Press-ი ავრცელებს.სავარაუდოდ,
მისი გამოსვლა მომდევნო
სამშაბათს შედგება.როგორც
სააგენტო აღნიშნავს, 82 წლის
ბაიდენი იანვარში თეთრი
სახლის დატოვების შემდეგ
საჯარო გამოსვლებს
ერიდებოდა, რაც ყოფილი
პრეზიდენტებისთვის
ტრადიციული მოვლენაა,
მიუხედავად იმისა, რომ
მოქმედი პრეზიდენტი,
დონალდ ტრამპი მას
აკრიტიკებს.მოსალოდნელია,
რომ ბაიდენი ტრამპს
ჩიკაგოში ადვოკატების,
მრჩევლებისა და შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე
პირთა ეროვნულ
კონფერენციაზე
გააკრიტიკებს.