უცხოური დახმარების
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
ბენეფიციარი „თბილისი
პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ
ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის
თანხებით ოპოზიციონერი
აქტივისტებისთვის
„რევოლუციური სემინარები“
მოაწყო,- წერს ამერიკული
კონსერვატიული გამოცემა
American Thinker-ი.გამოცემის თქმით,
სწორედ ამიტომ, 2008 წლიდან
საზოგადოებრივი უნდობლობა
არასამთავრობო
ორგანიზაციების მიმართ
17%-დან 32%-მდე
გაიზარდა.„მეორე კანონი
უცხოური გავლენის
გამჭვირვალობას ეხება,
რომელიც არასამთავრობო
ორგანიზაციებსა და მედიას
ავალდებულებს,
ყოველწლიური ფინანსური
დეკლარაციები
გაამჟღავნონ.
საქართველოში დაახლოებით 26
000 არასამთავრობო
ორგანიზაციაა - 143
მოქალაქეზე ერთი
ორგანიზაცია, რაც
გლობალურად უკიდურესად
მაღალი მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ
ორგანიზაციების 90% უცხოურ
დახმარებაზეა
დამოკიდებული, მხოლოდ 26%-მა
გახადა თავისი ფინანსები
გამჭვირვალე. თანხების
უმეტესი ნაწილი მოდიოდა
USAID-დან , „ევროპის
დემოკრატიის ფონდიდან“ და
სხვა დასავლური
წყაროებიდან, რომლებიც
აქტიურად მონაწილეობდნენ
კულტურულ ომში ქვეყანაში,
რომელიც ქრისტიანულ
სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე
რელიგიურ საზოგადოებად
ითვლება. უცხოური
დახმარების ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი
ბენეფიციარი „თბილისი
პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ
ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის
თანხებით ოპოზიციონერი
აქტივისტებისთვის
„რევოლუციური სემინარები“
მოაწყო. სწორედ ამიტომ, 2008
წლიდან საზოგადოებრივი
უნდობლობა არასამთავრობო
ორგანიზაციების მიმართ
17%-დან 32%-მდე გაიზარდა“, -
აღნიშნულია სტატიაში.