ALMA-მ 30 მლნ დოლარის და 8.5 მლნ ევროს ობლიგაციები გამოუშვა

News.ge 3 კვირის წინ 20
ALMA-მ 30 მლნ დოლარის და 8.5 მლნ ევროს ობლიგაციები გამოუშვა

თბილისის და ს გარე რეკლამების ლიცენზიატმა კომპანიამ, ALMA-მ 30 მლნ დოლარისა და 8.5 მლნ ევროს მოცულობის ობლიგაცია გამოუშვა. 30 მლნ დოლარის ობლიგაცია კომპანიამ 25 ივლისს გამოუშვა. ობლიგაციები 8.5%-შია და მისი დაფარვა 2027 წლის ივლისისთვის უნდა მოხდეს. 8.5 მლნ ევროს ობლიგაცია 7.25%-შია გამოშვებული და ისიც ორწლიანია. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
ALMA-მ 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ჯგუფის კონსოლიდირებულმა შემოსავალმა 68.7 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 15 მილიონი ლარით (28%-ით) გაიზარდა. სავარაუდოდ, აღნიშნული მატება დაკავშირებული იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან, რამაც ქვეყანაში ბანერების განთავსებაზე მოთხოვნა გაზარდა.
აუდიტორული ანგარიშის თანახმად, სარეკლამო შემოსავლებმა 63.7 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ბანერების ბეჭდვიდან გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 5 მილიონი ლარი იყო.
საოპერაციო შედეგების პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, წმინდა მოგება 29.3 მილიონიდან 8.5 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ 2023 წელს კომპანიამ შვილობილი კომპანიის გასხვისებიდან ერთჯერადი სარგებელი მიიღო.

სრულად წაიკითხეთ სტატია