Addio Napoli. საქმე სერიოზულადაა – ხვიჩამ შეიძლება “ნაპოლი” მალე დატოვოს?

News.ge 3 დღის წინ 5
Addio Napoli. საქმე სერიოზულადაა – ხვიჩამ შეიძლება “ნაპოლი” მალე დატოვოს?

სატრანსფერო ფანჯარა ისეთი დროა, დიდი მოთხოვნილების მქონე ფეხბურთელებზე ბევრ
ჭორ-მართალს გაიგებ. ამას ს შესახებაც შევეჩვიეთ, თუმცა ახლა საქმე გაცილებით სერიოზულადაა.
მოგეხსენებათ, ახალი ხელშეკრულების ირგვლივ მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია. ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი გამოსასყიდი თანხაა. ჩვენი ინფორმაციით, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი სერიოზულადაა დაინტერესებული, მომდევნო გუნდს კვარაცხელიას შეძენა 80-85 მილიონ ევროდ შეეძლოს და შესაბამისი მთხოვნელებიც არ აკლია. რაც შეეხება “ნაპოლის”, მათ ტრანსფერიდან მინიმუმ 100 მილიონის მიღება სურთ. საკმაოდ დიდი შანსია, სატრანსფერო გარიგება ახლავე შედგეს.
დე ლაურენტისს ოსიმენთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება აქვს, რამაც იქნებ
ქართველი შემტევისთვის კარგად იმოქმედოს.
კვარაცხელიას საერთოდ განაცხადს მიღმა დატოვება ახალი ხელშეკრულების “ჰაერში გამოკიდებამდე” ეჭვებს ბადებს. ისიც გასათვლისწინებელია, რომ ნეაპოლური კლუბი ფედერიკო კიეზას დამატებას გეგმევს. ერთი სიტყვით, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ!..

სრულად წაიკითხეთ სტატია