საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია
2024 წლია I-III კვარტლის
სტატისტიკურ მონაცემებს
აქვეყნებს.
იანვარი-სექტემბრის
პერიოდში საქართველოში
5,794,661 საერთაშორისო
მოგზაურის ვიზიტი შედგა,
ზრდა 2023 წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით +4.1%-ია.
ინფორმაციას ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია
ავრცელებს. 2024 წლის 9 თვეში
საქართველოში 3,992,842
საერთაშორისო ტურისტული
ვიზიტი შედგა, გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით ზრდა
+9.2%-ია.საერთაშორისო
მოგზაურთა და ტურისტთა
ზრდა ფიქსირდება 2024 წლის
მესამე
კვარტალშიც. ივლისი-სექტემბრის
პერიოდში საქართველოში
2,773,594 საერთაშორისო
მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023
წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით ზრდა
+2.5%-ია.ივლისი-სექტემბრის
პერიოდში ქვეყანაში 1,869,026
საერთაშორისო ტურისტული
ვიზიტი შედგა, ზრდა +8.3%-ით
მეტია გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით.