9 აპრილი არ არის ის დღე, რომელიც შეიძლება ვინმემ გამოიყენოს საკუთარი ვიწროპოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე საკუთარი მიზნებისთვის - ეს დღე მთელ ერს ეკუთვნის - მიხეილ სარჯველაძე

Primetime.ge 1 კვირა წინ 13
9 აპრილი არ არის ის დღე, რომელიც შეიძლება ვინმემ გამოიყენოს საკუთარი ვიწროპოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე საკუთარი მიზნებისთვის - ეს დღე მთელ ერს ეკუთვნის - მიხეილ სარჯველაძე
9 აპრილი არ არის ის დღე, რომელიც შეიძლება ვინმემ გამოიყენოს საკუთარი ვიწროპოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე საკუთარი მიზნებისთვის. აუცილებელია, ყველას ესმოდეს, რომ 9 აპრილი არის ის დღე, რომელიც მთელ ერს ეკუთვნის, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.„ეს არის მძიმე ტრაგედიის დღე და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული დღე. ამავდროულად ეს არის დღე, როდესაც საქართველომ დიდი ტრაგედია გარდაქმნა დიდებულ დღედ და ეს არის საქართველოს დამოკიდებლობის აღდგენის დღე.ბევრი რამ ჯერ კიდევ სასწავლია ამ დღეებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს ის დიდი მნიშვნელობა ამ დიდი ტრაგედიისა, ასევე კარგად გესმოდეს დამოუკიდებლობის ფასიც და მისი ღირებულება ქართველი ერისთვის“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
სრულად წაიკითხეთ სტატია