89 დეპუტატმა მხარი უნდა
დაუჭიროს პარლამენტის 150-ვე
წევრის უფლებამოსილების
ცნობას, - განაცხადა
„ქართული ოცნების"
ახალგაზრდული
ორგანიზაციის თავმჯდომარე
გიორგი ჩაკვეტაძემ.„89
დეპუტატმა მხარი უნდა
დაუჭიროს პარლამენტის 150-ვე
წევრის უფლებამოსილების
ცნობას. ასევე მეორე
საკითხი იქნება
პარლამენტის სპიკერის
არჩევა და მესამე საკითხად
იქნება წარმოდგენილი
თანამდებობის პირების, ამ
შემთხვევაში სპიკერის
მოადგილეების და
კომიტეტის
თავმჯდომარეების არჩევა“, -
აღნიშნა ჩაკვეტაძემ.მე-11
მოწვევის პარლამენტი
ორშაბათს შეიკრიბება.
რადიკალური ოპოზიციის
ლიდერები მიზანმიმართულად
ავრცელებენ სიცრუეს და
ამომრჩეველს არწმუნებენ,
რომ მინიჭებულ მანდატებზე
უარი თქვეს.