7 ნოემბერი არის უმძიმესი
დღე თანამედროვე
საქართველოს ისტორიაში. ეს
არის დღე, როდესაც
„ნაციონალური მოძრაობის“
კლასტერმა თავის
მოქალაქეებზე იძალადა, -
განუცხადა ჟურნალისტებს
საპარლამენტო ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილე არჩილ
გორდულაძემ.„კარგად
გვახსოვს როგორ იძალადეს
ადამიანებზე, როგორ
იძალადეს თავისუფალ
სიტყვასა და თავისუფალ
მედიაზე. ქართველმა ხალხმა
მივიღეთ უმძიმესი
გამოცდილება, რომელსაც 7
ნოემბერი ჰქვია, რომ
არასდროს უნდა განმეორდეს
ის ძალადობრივი რეჟიმი,
რომელსაც კოლექტიური
„ნაციონალური მოძრაობა“
ჰქვია. ზუსტად ამიტომ უთხრა
მათ 26 ოქტომბერს უარი
ქართველმა ხალხმა“, -
აღნიშნა არჩილ
გორდულაძემ.2007 წლის 7
ნოემბრის მოვლენებიდან 17
წელი გავიდა.