7 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს ვიტამინები აკლია

Primetime.ge 3 საათი წინ 4
7 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს ვიტამინები აკლია
თუ ლანჩზე წვნიანის ნაცვლად ბურგერს მიირთმევთ, ბოსტნეულის ნაცვლად კი - ფრის, მაშინ დიდი შანსია, თქვენს ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინები აკლდეს.ვიტამინების ნაკლებობა ყველაზე ხშირად გადაღლილობის სახით ვლინდება, თუმცა ეს შეიძლება სტრესსა და გრაფიკს დააბრალოთ და მხედველობაში არც მიიღოთ. გარდა ამისა, არსებობს სხვა სიმპტომებიც, რომელთა დაკავშირება ვიტამინების ნაკლებობასთან არც ისე ადვილია.კუნთების ტკივილითუ კუნთები ხშირად გტკივათ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენს სხეულს ვიტამინი D აკლია. ამ ვიტამინის ნაკლებობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია. გარდა კუნთების ტკივილისა, ეს ვიტამინი ძვლებსა და კბილებზეც არის პასუხისმგებელი.ორგანიზმში ვიტამინი D დეფიციტის შესავსებად აუცილებელია მიირთვათ რძე და რძის პროდუქტები - ხაჭო, არაჟანი, მაწონი. პრობლემის გადაჭრაში თქვენს რაციონში თევზის ჩამატებაც დაგეხმარებათ, ასევე - მზეზე სეირნობა.ფეხების დაბუჟებასიარულისას ფეხების დაბუჟების შეგრძნება, წონასწორობის დაკარგვა, ბალანსის დაცვის სირთულე B12-ის ნაკლებობის ნიშნებია. სწორედ მისი დეფიციტი იწვევს ტვინსა და ნერვულ სისტემას შორის ნორმალური კომუნიკაციის დაქვეითებას, რაც ზემოთ აღნიშნული სიმპტომების სახით ვლინდება.მრავალფეროვანი ცხოველური საკვებით: თევზით, ქათმის ხორცით და რძის პროდუქტებით.ცუდი მხედველობა ღამითთუ ღამით გადაადგილებას ერიდებთ, რადგან საგნების გარჩევა გიჭირთ, უნდა იცოდეთ, რომ მხედველობის პრობლემა ხშირად A ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობით არის გამოწვეული. ვიტამინ A-ს დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე ბოსტნეული: ისპანახი, კომბოსტო, კიტრი, სალათის ფურცელი და მწვანილი. ასევე შეგიძლიათ მენიუში ხშირად შეიტანოთ სტაფილო, ტკბილი კარტოფილი და კვერცხი.შენელებული რეფლექსებითუ ატყობთ, რომ თქვენი რეფლექსები შენელდა, მაგალითად, გიჭირთ გადმოგდებული ბურთის დაჭერა, მანქანის დამუხრუჭება საჭირო დროს და სწრაფი რეაგირება იმპულსებზე, აუცილებლად უნდა მიიღოთ საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ E-ს. ისევე როგორც B12, E ვიტამინიც აუცილებელია ნერვული სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ვიტამინ E-ს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ხორბალი და მასზე დამზადებული საკვები პროდუქტები, ასევე კვერცხი, მაიონეზი, ხორცი, თხილი და ავოკადო.ჭრილობების ხანგრძლივი შეხორცებათუ ჭრილობები დიდხანს და რთულად გიხორცდებათ, ვიტამინი C გაკლიათ. ამ ვიტამინის გარეშე თქვენს ორგანიზმს უჭირს დაზიანებული ქსოვილების აღდგენა, რაც თავის მხრივ ზრდის რისკს, რომ ხელმეორედ დაინფიცირდეთ. ყველამ იცის, რომ ვიტამინ C-ს ციტრუსები შეიცავს. გარდა ამისა, ხშირად მიირთვით მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: ისპანახი, სალათის ფურცლები და მწვანილი.დეპრესიულობავიტამინების ნაკლებობა არცთუ იშვიათად ხასიათზეც აისახება. თუ განწყობა ხშირად გეცვლებათ, შეიძლება ვიტამინმა B1 გადაჭრას თქვენი პრობლემა. ეს ვიტამინი ასევე უზრუნველყოფს ნერვული სისტემისა და ტვინის უჯრედების ფუნქციონირებას, მისი ნაკლებობა კი იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ყველაზე ხშირად ამ ვიტამინის დეფიციტს განიცდიან ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ალკოჰოლზე, ან ანორექსია სჭირთ. B1-ით მდიდარია ცხოველური საკვები, თეთრი და წითელი ხორცი, ღვიძლი, ასევე ბოსტნეული: ბარდა, ლობიო და ხორბალი.უსიამოვნო სუნიუსიამოვნო სუნი პირის ღრუში გარდა სხვა მიზეზებისა, შეიძლება ვიტამინი B3-ის ნაკლებობის ბრალიც იყოს. ეს ვიტამინი უზრუნველყოფს ღვიძლის ფუნქციის აღდგენასა და მომნელებელი სისტემის მუშაობას. B3-ის საჭირო რაოდენობით მისაღებად აუცილებელია მიირთვათ: ხორცი, თევზი, მზესუმზირა, ბოსტნეული და ჭარხალი.რა თქმა უნდა, სანამ საკუთარ თავს დიაგნოზს დაუსვამდეთ, აუცილებელია სპეციალისტს გაესაუბროთ. თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი გაწუხებთ, პირველ რიგში, მიმართეთ ექიმს. ვიტამინების ბალანსის აღდგენა და თქვენი გამოჯანმრთელება საკმაოდ მარტივად არის შესაძლებელი დაბალანსებული კვებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით.
სრულად წაიკითხეთ სტატია