საქართველოში, 2025 წლის
იანვარ-ივნისის პერიოდში,
ევროკავშირიდან და დიდი
ბრიტანეთიდან
საერთაშორისო მოგზაურთა
რაოდენობა
განსაკუთრებულად
გაიზარდა. მონაცემებს
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია
ავრცელებს."ვიზიტორთა
რაოდენობამ ახალ რეკორდულ
მაჩვენებელს მიაღწია. 2025
წლის პირველ ორ კვარტალში
ევროკავშირიდან და დიდი
ბრიტანეთიდან
საქართველოში 201,986
საერთაშორისო ვიზიტი
განხორციელდა, რაც 2024 წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით +10.2%-იანი
ზრდაა.საერთაშორისო
ვიზიტები მნიშვნელოვნად
გაიზარდა შემდეგი
ქვეყნებიდან: საბერძნეთი
(+28.2%; +3,006 ვიზიტით მეტი),
იტალია (+26.1%; +2,271 ვიზიტით
მეტი), ესპანეთი (+25.9%; +1,638
ვიზიტით მეტი),
გაერთიანებული სამეფო (+25.8%;
+3,880 ვიზიტით მეტი), პოლონეთი
(+21.9%; +6,043 ვიზიტით მეტი),
გერმანია (+4.2%; +1,296 ვიზიტით
მეტი) და სხვა.ევროკავშირის
ქვეყნებსა და დიდ
ბრიტანეთში საქართველოს
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია აქტიურ
მარკეტინგულ კამპანიებს
მართავს, მონაწილეობს
საერთაშორისო გამოფენებსა
და კონფერენციებში.
ევროპის ქვეყნებიდან
ტურისტული ვიზიტების
კიდევ უფრო გასაზრდელად
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია აქტივობებს
წლის ბოლომდე აგრძელებს", -
აცხადებენ
ადმინისტრაციაში.