„თბილისი ენერჯის“
ინფორმაციით, დაზიანებულ
ცენტრალურ მაგისტრალზე
სამუშაოები მთელი ღამის
განმავლობაში
მიმდინარეობდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ
500 მმ-იანი მილი უკვე
აღდგენილია.„გაზმომარაგების
აღსადგენად მეორე, ყველაზე
რთული ეტაპი დაიწყო.
ამისთვის „თბილისი
ენერჯის“ შესაბამისი
სამსახურები სრულად
მობილიზებულები
არიან.შეგახსენებთ, რომ
ავარიის შედეგად
გაზმომარაგება 150 000-მდე
აბონენტს შეუწყდა. ქსელში
გაზის მიწოდების აღდგენა
ეტაპობრივად დაიწყო.ეს
პროცესი დროს და
სიფრთხილეს მოითხოვს,
ამიტომ გთხოვთ ყურადღებით
იყოთ – შეამოწმეთ გაზის
ონკანები და არ დატოვოთ
ისინი ღია მდგომარეობაში.
გაზმომარაგების აღდგენის
შესახებ ინფორმაციას
სმს-ით მიიღებთ.„თბილისი
ენერჯი“ კიდევ ერთხელ
გიხდით ბოდიშს აბონენტებს
მისგან დამოუკიდებელი
მიზეზით შექმნილი
დისკომფორტის
გამო.გაზმომარაგების
აღდგენა უკვე დაიწყო და
ეტაპობრივად დასრულდება 11
თებერვალს, დღის ბოლომდე“,
– აღნიშნულია „თბილისი
ენერჯის“ ინფორმაციაში.