
48 წლის ფრანჩესკო ტოტიმ საფეხბურთო კარიერის განახლების სურვილი გამოთქვა, ამის შესახებ “რომას” ყოფილმა კაპიტანმა Sportmediaset-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ორთვიანი ვარჯიში დამჭირდება, როდესაც ვთქვი, რომ კარიერის განახლება მსურდა, ამის შესახებ არ მიხუმრია, რამდენიმე კლუბი უკვე დამიკავშირდა, ვნახოთ რას გადავწყვეტ. ყველაზე მთავარია როგორი რეაგირება ექნება დატვირთვებზე ჩემს სხეულს”, – განაცხადა ტოტიმ.
La Repubblica-ს ცნობით, იტალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს “კომო” ეპატიჟება და სერია A-ს კლუბი ვეტერანს კონტრაქტს სეზონის ბოლომდე სთავაზობს.
შეგახსენებთ, ტოტიმ საფეხბურთო კარიერა 1993 წელს “რომაში” დაიწყო, “მგლებში” გატარებული 24 წლის შემდეგ კი
2017 წელს ფრანჩესკომ კარიერა “ჯალოროსის” რიგებში დაასრულა.