პოეტი გელა დაიაური
სოციალურ ქსელში ემოციურ
პოსტს აქვეყნებს და
დაღუპულ მეუღლეს, თეონა
ქუმსიაშვილს დაბადების
დღეს ულოცავს.„41-ე
დაბადების დღეს გილოცავ
იმიერში, ჩემი დარდის,
ფიქრის და ტკივილის
მიზეზო... ჩემი არსების
ნაწილო... უფალმა
დაგიმკვიდროს ადგილი
სასუფეველში, სადაც
მართალნი განისვენებენ...“ -
წერს დაიაური.შეგახსენებთ,
2010 წელს ხევსურეთში, სოფელ
მუცოსთან, დღესასწაულ
ათანგენობიდან წამოსული
ორი ოჯახი მანქანით
მდინარეში გადავარდა და
შვიდი მგზავრის სიცოცხლე
იმსხვერპლა.ავტოკატასტროფის
დროს მდინარეში
დაიხრჩვნენ გელა დაიაურის
ცოლ-შვილი - თეონა
ქუმსიაშვილი, 2 წლის
დემეტრე და ცხრა თვის
ჯარჯი. ასევე, თეონას და –
ნათია, ბერდია და სოფიკო
არაბულები 4 თვის შვილთან,
მამუკა არაბულთან ერთად.