4 უსამშობლო პარტია
ცდილობს, აქ მოგვიწყოს
„ნაცმაედანი“. ამასთან
დაკავშირებით, იცით,
მაკკეინის ინსტიტუტს
წინასაარჩევნოდ ჰქონდა
გამოქვეყნებული - ზუსტად იმ
სცენარით მიდიან, -
განაცხადა დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ
ირაკლი ზარქუამ.„ეს არის 4
უსამშობლო პარტია, რომელიც
ცდილობს, აქ მოგვიწყოს
„ნაცმაედანი“. სხვათა
შორის, ამასთან
დაკავშირებით, თქვენ იცით,
მაკკეინის ინსტიტუტს
წინასაარჩევნოდ ჰქონდა
გამოქვეყნებული - ზუსტად იმ
სცენარით მიდიან. ისინი
ანგარიშვალდებული არიან
მათ წინაშე, ვინც ჩართული
არიან, აქ ხელისუფლებაში
აგენტურა მოიყვანონ.
ამასთან დაკავშირებით
ვრცლად ისაუბრა ჩვენმა
პრემიერმა, რომ აქ აქვთ
ბოლო გაფართხალება -
როგორმე ქაოსში შეიყვანონ
ეს ქვეყანა“, - აღნიშნა
ზარქუამ.მაკკეინის
ინსტიტუტმა 2024 წლის
სექტემბერში გაავრცელა
შეფასება, სადაც მაკკეინის
ინსტიტუტის გლობალური
დემოკრატიის პროგრამების
უფროსი დირექტორი, ლორა
თორნტონი, წერს აშშ-ისა და
ევროკავშირის
პოლიტიკოსების მიერ
საქართველოში
საპარლამენტო არჩევნების
ჩატარებამდე და
არჩევნების შემდეგ
განსახორციელებელი
ნაბიჯების შესახებ.