ძალიან მნიშვნელოვანია,
სწორი კვება. ჩვენს სხეულში
ვერაფერი გამოიწვევს
ონკოლოგიას, თუ ჩვენვე არ
მივუშვით სხეულამდე. ჩვენი
ონკოლოგიური დაავადების
მიზეზი, ხშირად, თავად ვართ,
- ამის შესახებ გიორგი
ღოღობერიძემ ისაუბრა და
დაასახელა 4 პროდუქტი,
რომლის მიღებაც
კატეგორიულად
მიუღებელია.„როდესაც
მაღაზიაში შევდივართ, ისეთ
რაღაცებს ვარჩევთ, რაც
სწრაფად კეთდება. გეტყვით 4
პროდუქტს, რომლის ყიდვაც
არავითარ შემთხვევაში არ
შეიძლება - ასაკს
მნიშვნელობა არ აქვს. თუ
მაღაზიაში შედიხარ და ის
ეგრევე იხსნება, სჯობს, არ
შეიძინო. სწრაფი კვების
საშუალებები: სნექები,
ჩიფსები, ძალიან, ძალიან
ცუდი საკვებია,
განსაკუთრებით,
ონკოლოგიური
კუთხით. გაყინული
პროდუქტი: მასში ძალიან
ბევრი შემნახველი
საშუალება არის
დამატებული, რომ არ
გაფუჭდეს და დიდხანს
გაძლოს. ეს უბრალოდ
საშინელებაა - ის, რაც ამ
საკვებს ინახავს, ჩვენში
ონკოლოგიურ დაავადებას
იწვევს. სწრაფი მომზადების
სუპები: ე.წ ერთჯერადი
სუპები, ეს არის
საშინელება, არ მიირთვათ.
ძალიან საშიშია
ჯანმრთელობისთვის.ალკოჰოლი:
საქართველოში ალკოჰოლი
ძალიან პოპულარულია. ეს
ძალიან ბევრს არ მოეწონება
- 1 ჭიქაც კი არ არის
სასურველი. ღვინის ფერს
მნიშვნელობა არ აქვს -
ალკოლოჰი მაქსიმალურად
შეამცირეთ და მიიღეთ მაშინ,
როცა ამის სერიოზული
მიზეზი არსებობს“, -
განმარტა ექიმმა.