რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სასურველი შედეგის მისაღწევად უფრო აქტიური და შრომისმოყვარე უნდა გახდეთ და მენეჯმენტთან ურთიერთობა მოაგვაროთ. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს და აკონტროლეთ სიტყვები, რათა ვინმეს უსამართლოდ გული არ ატკინოთ. ნუ ინერვიულებთ, თუ რაღაც თქვენი გეგმის მიხედვით არ ხდება – დაწყებული საქმეების დროულად დასრულებას მაინც შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. სისუსტის შემთხვევაში, ერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას.
კურო
ამ დღეს მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც მიგახვედრებთ, რომელი მიმართულებით უნდა იმოძრაოთ. ეს ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ თაროზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ, რომ მენეჯმენტმა თქვენი მცდელობა შენიშნოს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ტრავმები და ნერვული სტრესი. თუ თავს ცუდად გრძნობთ, ექიმს მიმართეთ, თორემ დაავადება გახანგრძლივდება.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. ამაში თქვენი შემოქმედებითი სული და თავგადასავლების სიყვარული დაგეხმარებათ. შეიძლება მოულოდნელად მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ ღრუბლები მალე გაიფანტება და ისევ თავდაჯერება დაგეუფლებათ. არ ინერვიულოთ ადამიანებზე, რომლებსაც არ მოსწონხართ – მიზანს მათი დახმარების გარეშეც მიაღწევთ.
კირჩხიბი
ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ რამე საინტერესო გააკეთოთ ან თქვენი თამამი იდეები განახორციელოთ. ამ საქმეში კოლეგების მხარდაჭერა ძალიან გამოგადგებათ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის დრო გამონახოთ. საღამოს სასურველია ცეცხლთან ახლოს ყოფნა – სულ ერთია, ეს ტყეში დანთებული კოცონი იქნება, ბუხარი თუ სანთელი. თავი შეიკავეთ ფიზიკური სამუშაოსგან, რომელიც დიდ დატვირთვას მოითხოვს.
ლომი
ამ დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით. პიროვნული მომხიბვლელობა და ქარიზმა დაგეხმარებათ, რომ გარშემო მყოფთა კეთილგანწყობა მოიპოვოთ. გამოიყენეთ ეს დღე მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობისთვის – თქვენს იდეებს ენთუზიაზმით გაიზიარებენ. სასურველის დაუყოვნებლივ მიღების სურვილმა შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველ ნაცნობს შეხვდეთ, ვინც ოდესღაც ძალიან მოგწონდათ.
ქალწული
ეს დღე სწავლისა ცდა განვითარების უამრავ შესაძლებლობას გპირდებათ. შესაძლოა, ახალი გატაცება იპოვოთ, რომელიც თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. ამ დღეს მიზანს მიაღწევთ თუ წვრილმანებს ყურადღებას მიაქცევთ და საქმეს სამომავლოდ არ გადადებთ. ერიდეთ უსარგებლო კამათს. გამბედაობა და ოპტიმიზმი უსიამოვნო სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლაში დაგეხმარებათ.
სასწორი
ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანებთან სასაუბროდ – დაუსვით მათ კითხვები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. მიზნისკენ ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევთ. ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარების საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, ვიღაცამ სხვა ადამიანების დაპირისპირებასა და კონფლიქტებში ჩაგითრიოთ, მაგრამ გამოსავალს მონახავთ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ხარჯები გელით, ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ.
მორიელი
დროა საკუთარი შეცდომების გამოსწორებას შეუდგეთ. ამის შემდეგ ახალი საქმის დაწყების ხალისიც გაგიჩნდებათ. ფრთხილად იმოქმედეთ და ეცადეთ, მხედველობიდან უმცირესი წვრილმანიც არ გამოგეპაროთ. მარტოხელა მორიელი შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეს, მთავარია სახლიდან გახვიდეთ. ეს დღე სავსეა ცდუნებებით, ილუზიებითა და ტყუილებით. ფრთხილად იყავით ადამიანებთან ურთიერთობისას – მოსალოდნელია არასწორი ინფორმაცია და მოტყუება.
მშვილდოსანი
თქვენ ირგვლივ ბევრი საინტერესო ადამიანია. სიამოვნებით ითვისებთ ინფორმაციას, რომელიც ამ ადამიანებს თქვენამდე მოაქვთ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ. სასწრაფოდ შეწყვიტეთ ასეთ ადამიანებთან საუბარი და კამათში ნუ ჩაერთვები. ხელს ნუ კრავთ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაისვენოთ.
თხის რქა
შესაძლოა, პრიორიტეტების გადახედვის აუცილებლობა იგრძნოთ. იქნებ დადგა დრო, რომ მთელი ყურადღება საკუთარ მიზნებსა და ოცნებებზე გადაიტანოთ. ეცადეთ, ცხოვრების ზოგიერთი ასპექტის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. ახალი იდეები და წინადადებები თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელ პერსპექტივებს შემოიტანენ. ნუ ეცდებით, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში არსებული პრობლემა ძვირფასი საჩუქრით მოაგვაროთ – თქვენგან გაცილებით მეტს ელიან.
მერწყული
შემოქმედებითი იდეებითა და შთაგონებით სავსე ხართ. მშვენიერი დროა დაგეგმილი პროექტების განხორციელების ან ახალი საქმეების დაწყებისთვის. თქვენი შემოქმედებითი მიდგომა კოლეგებსა და მეგობრებში მოწონებული იქნება. ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ! ვარსკვლავების მხარდაჭერა წარმატებას გპირდებათ. მოერიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას, რათა ფინანსური პრობლემები არ შეგექმნათ.
თევზები
გირჩევთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და მიმდინარე საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. თავი შეიკავეთ ემოციების გამოვლენისგან, მით უმეტეს, თუ თქვენი მისამართით გაკეთებული შენიშვნა სამართლიანი იყო. საყვარელი ადამიანები და მეგობრები ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში დაგეხმარებიან. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, მათთან მეტი დრო გაატაროთ. ამ დღეს მოსალოდნელია ტრავმები, ნერვული სტრესი და ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას უნდა ერიდოთ.
წყარო : Funtime.ge
The post 4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი appeared first on PNews.ge.