ცნობილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ნანიმ 38 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა.
ნანი სხვადასხვა დროს “სპორტინგის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ფენერბაჰჩეს”, “ვალენსიას”, “ლაციოს”, “ორლანდოს”, “მელბურნის”, “ადანასპორის”, ბოლოს კი “ესტრელა და ამადორას” ღირსებას იცავდა.
ნანი 2016 წელს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. “მანჩესტერ იუნაიტედში” კი 4-ჯერ პრემიერლიგის, 2-ჯერ ინგლისის თასის, 4-ჯერ სუპერთასის, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.