+32 +37 გრადუსი - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

Primetime.ge 4 საათი წინ 9
+32 +37 გრადუსი - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში, -  ამის შესახებ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს."კვირის დასაწყისში, ტემპერატურა შედარებით დაბალია 27 გრადუსამდე, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო თვის ბოლოსკენ +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.იქითა კვირიდან საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება +32, +33 გრადუსამდე.თვის პროგნოზით, ივნისის თვის საშუალო ტემპერატურად, დასავლეთ საქართველოს დაბლობისთვის და აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა მოსალოდნელია +27 გრადუსი. მთიან რაიონებში, 19, 21, გრადუსი.ცალკეულ დღეებს რაც შეეხება, მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება, დასავლეთ საქართველოში, +33, +36 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, +35, +38 გრადუსამდე.წვიმიანი ამინდები ნაკლებად იქნება, ზოგადად მთლიანი ივნისის თვის მიმოხილვით, გეტყვით, რომ ნალექი ნაკლებია და უმეტესად უნალექო ამინდები გველის“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე. 
სრულად წაიკითხეთ სტატია