3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 92
3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დაგეგმეთ სამომავლო საქმეები, თქვენ შეძლებთ და განახორციელებთ მათ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, აირჩიეთ ტაქტიკა თქვენი პროფესიული ზრდისათვის, კარგად მოიფიქრეთ ყოველი დეტალი და ისე იმოქმედეთ.

კურო

შესაძლოა, დღეს კარიერული წინსვლის პერსპექტივები გამოჩნდეს, მოვლენები ისე განვითარდება, რომ არაა გამორიცხული, კარგად ანაზღაურებადი სამსახურიც შემოგთავაზონ.

ტყუპები

თავი შეიკავეთ სხვათა მიმართ კრიტიკული შეფასებებისგან, ეს შესაძლოა, კონფლიქტში გადაიზარდოს და ზიანი მიაყენოთ სამუშაო პროცესს. მოთმინება მხოლოდ სიკეთეს მოგიტანთ. ახალი წამოწყება გადადეთ მომავალი კვირისთვის.

კირჩხიბი

ყურადღებას ნუ მიაქცევთ ქაოსსა და კონფლიქტს, რომელიც თქვენ არანაირად გეხებათ. შესაძლოა, ძლიერი მოკავშირე შეიძინოთ, რომელიც ხანგრძლივი დროით მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებასა და საქმიანობაზე.

ლომი

ნუ წამოეგებით შურიანი და ეჭვიანი, არაკეთილმოსურნე ადამიანების ანკესზე, მალე თავადაც გაოცდებით პროდუქტიული და სარგებლიანი კონტრაქტებით და წარმატებული მოლაპარაკებებით.

ქალწული

დღეს აუცილებლად იზრუნეთ დაპირებების შესრულებაზე, რათა არ გაიფუჭოთ რეპუტაცია. არ გადადოთ დაგეგმილი შეხვედრები, რათა დაცული იყოთ უსიამოვნო სიურპრიზებისგან.

სასწორი

დღეს შესაძლოა, ძველი მეგობრები გესტუმრონ, მათი ვიზიტი გაგახალისებთ და მოდუნების საშუალებას მოგცემთ. განიტვირთეთ. ახლა ეს ძალიან გჭირდებათ.

მორიელი

შესაძლოა, ისეთი საკითხებით დაკავდეთ, რომელიც შორს არის თქვენს პროფესიულ საქმიანობასთან. შეძლებთ ყველას დაუმტკიცოთ, რომ ნებისმიერ საქმეს შეგიძლიათ გაართვათ თავი.

მშვილდოსანი

ნუ შეეჭიდებით დიდ სიმაღლეებს, კონცენტრირდით ერთ საკითხზე. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ, როგორც საოჯახო ასევე სამსახურებრივ საქმეებს.

თხის რქა

ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და გააანალიზეთ თქვენი წარუმატებლობის მიზეზები. შეცვალეთ ძველი გეგმები, ეს სასიკეთოდ აისახება, როგორც კარიერულ საკითხზე, ასევე, კოლეგებთან ურთიერთობაზეც.

მერწყული

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. მოსალოდნელია იმედგაცრუება და კონფლიქტები, აკეთეთ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი და კარგად ნაცნობი საქმეები.

თევზები

მოთოკეთ ამბიციები და დაელოდეთ უფრო სტაბილურ ვითარებას. გახსოვდეთ, რომ შეუცვლელი არავინაა. თავი შეიკავეთ თქვენი უნარების ზედმეტად დემონსტრირებისგან. 

სრულად წაიკითხეთ სტატია