საქართველოს 2024 წლის
მოსახლეობის აღწერის
წინასწარი შედეგები
ცნობილია. საქსტატის
ცნობით, წინასწარი
მონაცემებით, 2024 წლის 14
ნოემბრის მდგომარეობით,
საქართველოს მოსახლეობის
რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი
შეადგინა, საიდანაც 2 078
ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836
ათასი (47%) -
კაცი.„მოსახლეობის
აღწერის შედეგების
მიხედვით, 2024 წლის 14
ნოემბრის მდგომარეობით, 2 423
ათასი კაცი (62%) ცხოვრობს
საქალაქო დასახლებებში,
ხოლო 1 491 ათასი კაცი (38%) -
სოფლად. რეგიონების
მიხედვით, საქალაქო
დასახლებებში მცხოვრები
მოსახლეობის წილი, ქ.
თბილისის გარდა, მაღალია
აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკაში (66%), რაც
განპირობებულია ქ. ბათუმის
მოსახლეობის მაღალი
რიცხოვნობით, ხოლო
შედარებით დაბალია
მცხეთა-მთიანეთის (20%),
კახეთის (21%), რაჭა-ლეჩხუმისა
და ქვემო სვანეთის (24%)
რეგიონებში”, - ვკითხულობთ
საქსტატის
ინფორმაციაში.ამავე
მონაცემების მიხედვით,
თბილისში ცხოვრობს
მოსახლეობის 34% პროცენტი.
მოსახლეობის რიცხოვნობის
მიხედვით მეორე და მესამე
ადგილს იკავებენ იმერეთის
და ქვემო ქართლის
რეგიონები, რომლებზეც
მოდის შესაბამისად
მოსახლეობის 12.9% და 11.2%.