28 მლრდ-დან 90 მლრდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, პროპორციულად იზრდება ბიუჯეტი - იყო 8.5 მლრდ ლარი, წელს გვაქვს უკვე 27.8 მლრდ ლარი, ბოლო 2.5 წელიწადში შეიქმნა 170 000 სამუშაო ადგილი - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 2 თვის წინ 75
28 მლრდ-დან 90 მლრდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, პროპორციულად იზრდება ბიუჯეტი - იყო 8.5 მლრდ ლარი, წელს გვაქვს უკვე 27.8 მლრდ ლარი, ბოლო 2.5 წელიწადში შეიქმნა 170 000 სამუშაო ადგილი - ირაკლი კობახიძე
2012 წელს ჩვენ მემკვიდრეობით დაგვიტოვეს უმძიმესი მდგომარეობა - ქვეყნის ეკონომიკა იყო მხოლოდ 28 მლრდ ლარი, ბიუჯეტი იყო მხოლოდ 8.5 მლრდ ლარი, უმუშევრობა იყო დაახლოებით 27 %, სიღარიბე იყო 30 %, 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.მისი შეფასებით, ასეთ ვითარებაში, მონოპოლიზებული მედიის მეშვეობით წინა ხელისუფლება ხალხს ატყუებდა რომ ეკონომიკა ყვაოდა და ყველა ბედნიერი იყო.„1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს იყო ძირითადი მონაცემები. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება - 28 მლრდ-დან მოვახერხეთ და უკვე გავზარდეთ 90 მლრდ ლარამდე ქვეყნის ეკონომიკა, პროგრამის მიხედვით კი, როცა ყველა იმ ამოცანას განვახორციელებთ, რომელიც დაკავშირებულია პროგრამის აღსრულებასთან, 4 წლის თავზე, 2028 წელს, ეკონომიკა მიაღწევს 130 მლრდ ლარს. 28 მლრდ-დან ავდივართ 130 მლრდ ლარამდე. ამის პროპორციულად იზრდება ბიუჯეტი, იყო 8.5 მლრდ ლარი, ამ წელს გვაქვს უკვე 27.8 მლრდ ლარი და 40 მლრდ-ს გადაცდება 2028 წლისთვის. უმუშევრობას რაც შეხება, განახევრებულია ახლანდელი მონაცემებით, არის 13.7 % და იმ გეგმის მიხედვით, რაც წარმოდგენილია, 4 %-ს ჩამოსცდება უმუშევრობა 2028 წლისთვის. ცნობისთვის, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი არის 6 %. ანუ, ევროკავშირის საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი გვექნება 4 წელიწადში ჩვენ უმუშევრობის ნაწილში. მარტო ბოლო 2.5 წელიწადში შეიქმნა საქართველოში 170 000 სამუშაო ადგილი,“- განაცხადა პრემიერმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია