დედაქალაქის მერის, კახა
კალაძის განცხადებით,
სახალხო დღესასწაული
„თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს
გაიმართება.როგორც მან
თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობის სხდომაზე
აღნიშნა, ღონისძიებები ორ
ლოკაციაზე - რიყის პარკსა
და ორბელიანის მოედანზე
ჩატარდება.„ჩვენ ყოველ
წელს აღვნიშნავთ ჩვენი
ულამაზესი დედაქალაქის
დღეებს. წელსაც, 5-6
ოქტომბერს გაიმართება
„თბილისობა“.
ღონისძიებები რიყის
პარკსა და ორბელიანის
მოედანზე ჩატარდება.
ძალიან საინტერესო
ღონისძიებებია დაგეგმილი,
რის შესახებაც დეტალურ
ინფორმაციას სულ მალე
მივაწვდით საზოგადოებას.
იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6
ოქტომბერი და ერთად
აღვნიშნოთ თბილისობა“, -
განაცხადა კახა კალაძემ.