26 ოქტომბერს კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა, ვინც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გულშემატკივრობს - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 2 თვის წინ 35
26 ოქტომბერს კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა, ვინც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გულშემატკივრობს - ირაკლი კობახიძე
26 ოქტომბერს კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.კობახიძეს კითხვა დაუსვეს გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრ ანა ლურმანთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებაზე.„მინდა, მას ვუთხრა, რომ 26 ოქტომბერს კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს, იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და ნებისმიერი გულშემატკივრობა ამ მოვლენის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.შეგახსენებთ, გუშინ, 14 ოქტომბერს დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს, რა კომენტარს გააკეთებდა გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრის, ანა ლურმანის განცხადებაზე, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. საკითხის შეფასებისას კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ეს ქალბატონი ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში“.
სრულად წაიკითხეთ სტატია