საქართველოს პარლამენტი
უსაფრთხოების დამატებითი
ზომების შესახებ
განცხადებას ავრცელებს,
სადაც აღნიშნულია, რომ 25
ნოემბერს, საქართველოს
პარლამენტის სასახლეში
იმოქმედებს უსაფრთხოების
ყვითელი დონე - ვიზიტორებს
ეზღუდებათ პარლამენტის
სასახლეში
შესვლა.„საქართველოს
პარლამენტის სასახლეში
უსაფრთხოების დაცვის
წესის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის
2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23
ბრძანების შესაბამისად,
მიმდინარე წლის 25 ნოემბერს,
საქართველოს პარლამენტის
სასახლეში იმოქმედებს
უსაფრთხოების ყვითელი
დონე - ვიზიტორებს
ეზღუდებათ პარლამენტის
სასახლეში
შესვლა.დაგეგმილ
საპარლამენტო
ღონისძიებებზე (მათ შორის
კომიტეტის და პლენარულ
სხდომებზე) დაიშვებიან
მხოლოდ შესაბამისი
სტრუქტურული ერთეულების
მიერ მოწვეული
პირები.შენობაში
დაიშვებიან
ტელემაუწყებლების/ტელემედია
საშუალებების
აკრედიტებული არაუმეტეს
ორი ჯგუფი თითო
მაუწყებლიდან,
საპარლამენტო
ღონისძიებების
დასრულებამდე.აღნიშნული
ღონისძიების მიზანია
საქართველოს პარლამენტის
სასახლეში სამუშაო და
უსაფრთხო გარემოს
უზრუნველყოფა“, -
აღნიშნულია ინფორმაციაში.