6 წლის ნიტა აქუბარდია
"ნიჭიერის" ყველაზე პატარა
მონაწილეა. კასტინგზე
ბებოს თხოვნით მივიდა,
რომელიც პირადად არასდროს
უნახავს. ის ოკუპირებულ
აფხაზეთში ცხოვრობს და
ნიტას ცეკვას პირველად 24
სექტემბერს ტელევიზიით
ნახავს.ყველაზე პატარა
ნიჭიერს , სხვა პატარა
გოგონებისგან
განსხვავებული ოცნება
აქვს - ამ ოცნების
ასრულებამდე ბებოს ოცნება
აასრულა.ყველაზე პატარა და
ყველაზე დიდ მონაწილეს
შორის ნიჭიერში 75 წლიანი
სხვაობაა. ეს დასტურია, რომ
ყველაზე სახალხო შოუში
ნიჭიერების
დასამტკიცებლად შეზღუდვა
არ არსებობს.81 წლის ემზარ
ნიკოლაძე სათნოების
სახლის პატარა სცენიდან
ფილარმონიის დიდ სცენაზე
აღმოჩნდა. მღერის, უკრავს,
არც იუმორს უჩივის და
საკუთარ ასაკსაც იარაღად
იყენებს. ნიჭს ასაკი არ
აქვს, "ნიჭიერის" ასაკი კი 14
წელია.ნიჭის ვულკანში
მოხვდნენ ტალანტები მთელი
მსოფლიოდან. ფილარმონიის
სცენაზე გაიჟღერა
არარეალურმა ხმებმა.
ვოკალი, პლასტიკა, ძალის
დემონსტრირება, ცეცხლი და
მახვილი, ნიჭი რომელიც
სცენამ ვერ დაიტია. პროექტი
მრავალფეროვნებით
მაყურებელს ისევ
გააოცებს.ჟიური არის
განახლებული
შემადგენლობით, წესები
უცვლელია - "ნიჭიერში" ნიჭს
ჟიურის უმრავლესობის
დასტური სჭირდება. კვლავ
ძალაშია ოქროს ღილაკის
წესიც, მისი გამოყენების
უფლება აქვთ როგორც ჟიურის
წევრებს, ასევე
წამყვანებს.მსოფლიო
მასშტაბით, ტალანტების
შოუს ისტორიაში პირველად,
ქართულ ნიჭიერს ეყოლება
წამყვანად ქალების
წყვილი.რატომ გაიქცა ნუკი
ფილარმონიიდან? ვინ
დაიმსახურა ოქროს ღილაკი?
ამ კითხვებზე პასუხებს
უნდა დაელოდოთ ყოველ
სამშაბათს "ნიჭიერს",
რომელიც საინტერესო
სანახაობით 3 თვის
განმავლობაში
გაგანებივრებთ.ნიჭიერის
ახალი სეზონის დაწყებამდე
დარჩენილია 48 საათი, 24
სექტემბერს, სამშაბათს
საღამოს 10- ზე "რუსთავი 2-ზე"
ყველაზე სახალხო მეგა შოუ
იწყება.