22 წლის შვეიცარიელმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა – მიზეზი მისი რელიგიური შეხედულებაა

News.ge 1 თვე წინ 44
22 წლის შვეიცარიელმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა – მიზეზი მისი რელიგიური შეხედულებაა

Blick-ის ინფორმაციით, 22 წლის შვეიცარიელმა მცველმა სილვან უოლნერმა კარიერის ადრეულად დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზი მისი რელიგიური შეხედულებაა.
უკვე ყოფილი სპორტსმენი მეშვიდე დღის ადვენტისტური ეკლესიის წევრია. ეს ორგანიზაცია შაბათს დასვენების დღედ განიხილავს, რომელიც ღმერთთან კომუნიკაციისთვისაა საჭირო. აკრძალულია ყოველგვარი სამუშაო და მათ შორის, ფეხბურთის თამაშიც.
ინფორმაციისთვის, უოლნერი ბოლოს ავსტრიის უმაღლესი ლიგის ბინადარ BW LINZ-ში ირიცხებოდა. ფეხბურთელი მშობლიური “ციურიხის” აღზრდილია და ამ გუნდის ფორმას 4 წლის განმავლობაში ირგებდა. ის წარსულში შვეიცარიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლდათ.

სრულად წაიკითხეთ სტატია