ანაკლიის პროექტი არის
სტრატეგიული მნიშვნელობის
პროექტი ჩვენი
ქვეყნისთვის და
კონკრეტულად სამეგრელოს
რეგიონისთვის, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატმა ირაკლი
კობახიძემ პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე
სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა.მისი თქმით, ამ
პროექტის პირველი ფაზა,
გეგმის თანახმად 2029
წლისთვის
დასრულდება.„იმედი გვაქვს,
2028 წლისთვისაც დასრულდება
ეს პროექტი, თუმცა 2029 წელი
არის მაქსიმალური ვადა
პროექტის დასრულებისთვის
და ამ დროისთვის ჩვენ უკვე
შევძლებთ 600 ათასი
კონტეინერის მიღებას
წელიწადში და მხოლოდ
პირველი ფაზის ფარგლებში 600
მილიონი დოლარის
ინვესტიცია ჩაიდება.
ბელგიური კომპანია უკვე
აწარმოებს
ინფრასტრუქტურულ
სამუშაოებს და ეს
სამუშაოები ინტენსიურად
გაგრძელდება“, - განაცხადა
ირაკლი
კობახიძემ.პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატის შეფასებით, ეს
პროექტი ხელს შეუწყობს
უამრავი ადამიანის
დასაქმებას, ეკონომიკისა
და ბიზნესის განვითარებას
და იის სტრატეგიული
მნიშვნელობის
პროექტია.ირაკლი
კობახიძემ აღნიშნა, რომ
ასევე მალე დასრულდება
რკინიგზის მოდერნიზაციის
პროცესი.