საქართველოში 2025 წლის
იანვარი-მარტის პერიოდში,
საერთაშორისო ტურისტული
ვიზიტების რეკორდული
მაჩვენებელი დაფიქსირდა
და ისტორიული მაქსიმუმი
958,947 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024
წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით +2.2%-ია.
გაზრდილია საერთაშორისო
მოგზაურთა ვიზიტებიც, 2025
წლის პირველ კვარტალში 1,314,828
საერთაშორისო მოგზაურის
ვიზიტი შედგა, რაც +1.1%-ით
მეტია გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით. 2025 წლის I
კვარტალში ზრდა
ფიქსირდება შემდეგი
ქვეყნებიდან: ისრაელი (ზრდა
წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან შედარებით
+72.9%); ინდოეთი (+27.7%); ჩინეთი (+40.1%);
იორდანია (+44.7%), საუდის
არაბეთი (+8.3%). ხოლო,
ევროკავშირის ქვეყნებიდან
მნიშვნელოვანი ზრდა
ფიქსირდება
ნიდერლანდებიდან +22.3%;
სლოვაკეთი +19.9%; ჩეხეთიდან
+16.9%; იტალია +10.1% და
საბერძნეთი +9.7%.--